1 მეფეთა 1:21
20. ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.21. წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.22. ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.
1 მეფეთა თავი 1