1 მეფეთა 10:4
3. გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.4. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.5. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
1 მეფეთა თავი 10