1 მეფეთა 11:9
8. აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.9. უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.10. შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
1 მეფეთა თავი 11