...5 რა არგო ისრაელიანებს? განა არ ამბობდა: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა...“ ()? განა ყველანი არ დაიღუპნენ? მაშ, იტყვის ვინმე, არაფერს არგებს ლოცვები? არგებს, და დიდადაც, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც რამეს ვაკეთებთ; რადგან ლოცვები თანა-მოქმედებენ და გვეხმარებიან; ხოლო თანა-მოქმედებს და ეხმარება კაცი იმას, ვინც თვითონაც შრომობს; თუ კი უქმად დარჩები, ვერავითარ დიდ სარგებელს მიიღებ.
4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი
ვინაიდან, თუკი ლოცვებს ძალა შესწევდა, რომ უქმად მყოფნი სასუფეველში შევეყვანეთ, რატომ არ ხდება ყველა წარმართი ქრისტიანი? განა მთელი ქვეყნიერებისთვის არ ვლოცულობთ? განა პავლეც ამას არ აკეთებდა? განა ყველას მოქცევას არ ვითხოვთ?...