1 მეფეთა 13:11
10. როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.11. უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი.12. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.
1 მეფეთა თავი 13