1 მეფეთა 13:2
1. გავიდა ერთი წელი საულის გამეფებიდან და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.2. გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.3. იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!
1 მეფეთა თავი 13