1 მეფეთა 13:4
3. იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!4. გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.5. ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
1 მეფეთა თავი 13