1 მეფეთა 13:7
6. დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.7. ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო და დამფრთხალი ხალხი მისკენ გარბოდა.8. შვიდ დღეს იცადა მან, როგორც დაუთქვა სამუელმა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში. ხალხი კი ეფანტებოდა.
1 მეფეთა თავი 13