1 მეფეთა 14:13
12. გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.13. ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა; ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ.14. ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
1 მეფეთა თავი 14