1 მეფეთა 14:24
23. იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.24. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.25. მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.
1 მეფეთა თავი 14