1 მეფეთა 14:34
33. შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.34. თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ.35. აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება.
1 მეფეთა თავი 14