1 მეფეთა 17:24
23. მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა.24. როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად.25. ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.
1 მეფეთა თავი 17