1 მეფეთა 17:39
38. შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა.39. შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა.40. აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან.
1 მეფეთა თავი 17