1 მეფეთა 17:50
49. ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.50. სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.51. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.
1 მეფეთა თავი 17