1 მეფეთა 18:22
21. იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.22. უბრძანა საულმა თავის მორჩილთ: ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მორჩილებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.23. მიიტანეს საულის მორჩილებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები და თქვა დავითმა: ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.
1 მეფეთა თავი 18