1 მეფეთა 19:11
10. უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.11. მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.12. სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა.
1 მეფეთა თავი 19