1 მეფეთა 19:17
16. მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია სასთუმლად.17. უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?18. გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ.
1 მეფეთა თავი 19