1 მეფეთა 20:12
11. უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.12. უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,13. ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
1 მეფეთა თავი 20