1 მეფეთა 20:29
28. მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.29. მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.30. განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
1 მეფეთა თავი 20