1 მეფეთა 21:2
1. ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს. ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?2. მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.3. ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება.
1 მეფეთა თავი 21