1 მეფეთა 21:6
5. მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.6. მისცა მას მღვდელმა ნაკურთხი პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საუფლო პურისა, რომელსაც იღებენ ხოლმე უფლის ტაბლიდან, რომ მის ნაცვლად ახალი პური დააწყონ.7. იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მორჩილთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი.
1 მეფეთა თავი 21