1 მეფეთა 24:10
9. უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?10. ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.11. შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
1 მეფეთა თავი 24