1 მეფეთა 26:5
4. ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.5. მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და უთხრა: ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში? უთხრა აბიშაიმ: მე წამოგყვები.6. მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან და, აჰა, ხედავენ, წევს მძინარე საული შუაგულ ბანაკში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან.
1 მეფეთა თავი 26