1 მეფეთა 3:10
9. უთხრა ელიმ სამუელს: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.10. მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: სამუელ, სამუელ! უთხრა სამუელმა: ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი.11. უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება.
1 მეფეთა თავი 3