1 მეფეთა 30:21
20. მივიდა დავითი ორას კაცთან, რომელთაც დაეზარათ გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დარჩნენ. გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა.21. ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ მათ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთო უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლშვილი წაასხან და წავიდნენო.22. თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
1 მეფეთა თავი 30