1 მეფეთა 31:3
2. გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშვილდოსნებმა.3. უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.4. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.
1 მეფეთა თავი 31