1 მეფეთა 4:3
2. დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.3. ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.4. შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
1 მეფეთა თავი 4