1 მეფეთა 6:19
18. იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.19. მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.20. თქვეს ბეთ-შემეშელებმა: ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ჩვენგან?
1 მეფეთა თავი 6