1 მეფეთა 6:9
8. აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს.9. თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.10. ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
1 მეფეთა თავი 6