1 მეფეთა 7:2
1. მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.2. გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელს ისრაელს.3. ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
1 მეფეთა თავი 7