1 მეფეთა 9:20
19. მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.20. ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს?21. მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
1 მეფეთა თავი 9