1 მეფეთა 9:26
25. ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.26. ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ.27. როცა ქალაქის ბოლოზე ჩავიდნენ, სამუელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენს წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.
1 მეფეთა თავი 9