1 მეფეთა 9:7
6. მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.7. უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?8. კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.
1 მეფეთა თავი 9