1 ნეშტთა 10:4
3. გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.4. ურხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, იმ წინადაუცვეთელებმა რომ არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.5. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
1 ნეშტთა თავი 10