1 ნეშტთა 11:14
13. იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.14. ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.15. ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
1 ნეშტთა თავი 11