1 ნეშტთა 11:18
17. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?18. გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.19. თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
1 ნეშტთა თავი 11