1 ნეშტთა 12:18
17. გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა- პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.18. მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.19. მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო.
1 ნეშტთა თავი 12