1 ნეშტთა 12:2
1. აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,2. მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:3. მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი, იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი,
1 ნეშტთა თავი 12