1 ნეშტთა 12:22
21. ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ.22. დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა.23. აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
1 ნეშტთა თავი 12