1 ნეშტთა 13:6
5. შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.6. ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.7. დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
1 ნეშტთა თავი 13