1 ნეშტთა 19:18
17. შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას.18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დავითმა არამელებს დაუხოცა შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. მათი სარდალი შოფეხიც მოკლულ იქნა.19. როცა ჰადარყეზერის მორჩილთა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონიანთა დახმარება.
1 ნეშტთა თავი 19