1 ნეშტთა 20:4
3. გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.4. ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ.5. კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
1 ნეშტთა თავი 20