1 ნეშტთა 21:15
14. მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში.15. იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.16. გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ.
1 ნეშტთა თავი 21