1 ნეშტთა 21:22
21. მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს.22. უთხრა დავითმა ორნანს: მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.23. უთხრა ორნანმა დავითს: აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენ მსხვერპლად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი - საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.
1 ნეშტთა თავი 21