1 ნეშტთა 22:14
13. მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.14. აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.15. ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი.
1 ნეშტთა თავი 22