1 ნეშტთა 22:17
16. ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.17. ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს.18. განა თქვენთან არ არის უფალი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში აყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე.
1 ნეშტთა თავი 22