1 ნეშტთა 22:2
1. თქვა დავითმა: აჰა, უფლის, ღვთის სახლი და აღსავლენის სამსხვერპლო ისრაელისათვის.2. ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ.3. დავითმა დიდძალი რკინა გაიღო კარიბჭის ლურსმებისა და კაუჭების დასამზადებლად. ხოლო დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა.
1 ნეშტთა თავი 22