1 ნეშტთა 22:8
7. უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: შვილო, გულით მეწადა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო.8. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე.9. აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
1 ნეშტთა თავი 22