1 ნეშტთა 24:4
3. გაამწესა დავითმა ცადოკი, ელყაზარის ძეთაგან და ახიმელეხი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით.4. აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი.5. ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
1 ნეშტთა თავი 24