1 ნეშტთა 25:2
1. დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:2. ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ.3. იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
1 ნეშტთა თავი 25